სამთავრობო ცვლილებები

ბახტაძე: არ ვაპირებ გიპასუხოთ ვინ იქნება ახალ მთავრობაში, ეს არაეთიკური იქნება

მე ნამდვილად არ ვაპირებ ახლა ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, თუ ვინ იქნება იმ მთავრობაში წარმოდგენილი, რომელსაც ორ ან სამ კვირაში ჩვენ წარმოვადგენთ. ეს ნამდვილად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან და არაეთიკური დღეს.

ეს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. კაპანაძე დაინტერესდა, შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობას თეა წულუკიანი და გიორგი გახარია.

კომენტარები