სამთავრობო ცვლილებები

გახარია: სადაც შესაძლებელია, თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ

მწვავე დებატებს ვერ დავარქმევ, უფრო ემოციური, ზედმეტად ემოციურიც, ხშირ შემთხვევაში ძალზედ ანგაჟირებული, თუმცა, ეს პოლიტიკაა, საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, ეს თმენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტების მიმართ. სადაც შესაძლებელია ჩვენ ამ თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ეს განცხადება პარლამენტში, დღევანდელი მოსმენების შეფასებისას გააკეთა.

კომენტარები