სამთავრობო ცვლილებები

ბახტაძე: არ ვაპირებთ 9-წლიან მმართველობაზე ფოკუსირებას

ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის 9-წლიანი მმართველობის პერიოდი არ არის ის ორიენტირი, რაზეც ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი. ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო წარსულზე, მინდა ყურადღება გავამახვილო მომავალზე და იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომლებიც ჩვენ უნდა გავუკეთოთ ქართველ ხალხს, მაგრამ როცა ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გიპასუხებთ, რა სტატისტიკა ჰქონდათ ჩვენს წინამორბედებს.

მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ აპირებს იმ 9 წელზე ფოკუსირებას. უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. თუ როგორ მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა და გამკლავება, რაც დგას ჩვენი ერის და ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, ჩვენი პროგრამა არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. ვისურვებდი, რომ დისკუსია იყოს წარმართული შინაარსობრივად, ვინაიდან პირველ რიგში, მმართველი ძალისთვის და მთავრობისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, კონკრეტულად ვნახოთ, რაშია ეს. 

თქვა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

კომენტარები