სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია ბახტაძეს: ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომელში გიშლიდათ ხელს კვირიკაშვილი?

ბატონო მამუკა, თქვენ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ ძირითადად, იქ მოტანილი იდეები ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვშიშობთ, რომ ლოზუნგად დარჩება. 

მე ერთი კითხვა მაქვს - ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას 

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერიამ პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს მიმართა.

კომენტარები