ნათელაშვილი მთავრობაზე: ესენი ისე არიან მინისტრები, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცი

სამი კვირის შემდეგაც, იგივე წარმოსდგინდებიან მინისტრები, რაც დღეს არიან. როგორც გველს უთქვამს, „ტყავი გამოვიცვალე, მაგრამ ისევ ის გველი ვარო“

ივანიშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის, ქართული სახელმწიფოს მკვლელობა. ესენი, ისე არიან მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები და დეპუტატები, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცი. ადამიანები იყიდა კაცმა, რაოდენობრივად და კილოგრამობით. გადაუხადა და დღეს ისინი ასრულებენ პრინციპულ პირობას უსიტყვო მორჩილების, ტაშის კვრის და მასთან ერთად, თუნდაც პოლიტიკურ სამარეში წასვლის.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა მინისტრები.

კომენტარები