ბესელია ბახტაძის შემოწირულებაზე: მოძალადე მსხვერპლს ეკითხება, რატომ გახდა მსხვერპლი

უხერხული, იცით რა მგონია, საზოგადოება 2012 წლამდე დაყოფილი იყო მოძალადეებად და მსხვერპლებად, შუაში არავინ აღარ იყო, ან იყო მსხვერპლი, ან იყო მოძალადე. მოძალადე პირობითად მსხვერპლს რომ ეკითხება, რატომ გახდი მსხვერპლი, ასეთი სურათი იქმნება, ნორმალურია ახლა ეს? მსხვერპლს რომ ეკითხები... თავის სურვილით გადაიხადა? ასე გიჟდებოდა ახლა ნაციონალურ მოძრაობაზე, რომ თავის სურვილით გადაიხადა თუ არ ვიცით, როგორ ხდებოდა საბანკო ანგარიშების გამოყენება, როგორც ხდებოდა გადახდები? გულუბრყვილო სახით ნუ ვლაპარაკობთ.

რა ფორმით უნდა გამოეხატა პროტესტი  ვინც პროტესტი გამოხატა, იმიტომ იყო ჩემი ოჯახი მძევალი იმდენი წლის განმავლობაში, ნუ მოვთხოვთ ყველას, რომ ეს გზა გაევლო, ამიტომ მოძალადე ნუ ეკითხება პირობითად მსხვერპლს - რატომ ჩააყენა ამ მდგომარეობაში. მე ზოგადად, სიმბოლურად ვამბობ, არ ვიცი, მსხვერპლი ვინ არის და ვინ არა, მაგრამ მოძალადე რომ იყო იმ როლში, ვინც ამ კითხვას სვამდა, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ ენმ-ისთვის 20 000 ლარის შეწირვაზე. ბახტაძემ თქვა, რომ "მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს. ჩემი პირადი ანგარიში იქნა გამოყენებული ტექნიკურად".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები