სარალიძე: ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არცერთს მშობელმა საუბარი არ აცადა

როდესაც საავადმყოფოში იწვა ჩემი შვილი, იქ იყო მთელი 51-ე სკოლა და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი. საუბრობდნენ ერთმანეთში, აი იმან დაარტყა, აი იმან გამოიყენა დანა... ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი, მიხეილ კალანდია და გ.ჯ თავისთავად.

როდესაც ბავშვი მიწას მივაბარეთ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრი ბავშვი იყო, პლიუს მშობლებიც მოჰყვნენ, მამები უფრო სწორედ. მაინტერესებდა, რას იტყოდნენ განმეორებით. სამწუხაროდ, არცერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არცერთმა მშობელმა. შემდეგ საუბარი მქონდა ჩემი შვილის მეგობრებთან, დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მე და ზვიად კუპრავა ვიყავით ერთად. საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომა მიმდინარეობს. კომისია,ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს უსმენს. ის კანონმდებლების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები