სარალიძე: პროკურორმა მითხრა - თუ ბევრს ილაპარაკებთ, დაკავებულებსაც გამოვუშვებთ

ერთერთ პირველ შეხვედრაზე თან მახლდა მამაჩემი - ფრიდონ სარალიძე. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა. ძაან ემოციურად არ შევხვედრივარ ამას, მე სიმართლე ვიცოდი და ვიფიქრე, რომ ალბათ, ბავშვებმა არ ითანამშრომლეს. საქმე გამოძიების ეტაპზე იყო და ვფიქრობდი, რომ ალბათ სიმართლეს დაადგენდნენ. მამაჩემი მწყობრიდან გამოიყვანა სიტყვებმა, რომ ჩემი შვილის მკვლელი მხოლოდ გ.ჯ. იყო. თავიდან არც ვფიქრობდი, რომ არ უნდოდათ გამოევლინათ ყველა მონაწილე. ვსაუბრობდი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ შეიძლება ყოფილიყო ჩემი შვილის მკვლელი. გუგუშვილის მომართვა იყო: - თქვენ თუ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გამოვუშვებთ გარეთ! ამაზე პირდაპირი პასუხი იყო ჩემი: - გამოუშვით, პრობლემა არ არის. თუ დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, ერთი ან ორი ადამიანის დაკავებას რა აზრი აქვს?! ამ ინფორმაციას მამაჩემიც დაადასტურებს. ამ სიტყვებზე მამაჩემი ძაან განაწყენდა. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ აქ ცოტა რთულად იყო საქმე და ან არ აპირებდნენ საქმის სრულფასოვნად გამოძიებას ან რაღაც ხდებოდა. ამის მიუხედავად, მაინც იმედი არ დამიკარგავს და მაინც ვენდობოდი პროკურატურას. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურორ იმედა გუგუშვილზე ისაუბრა.

კომენტარები