გიორგი შენგელაია

შენგელაია: ბიძინა ხიტრი იმერელია, ჩემი თავი ერთი დღით დაანიშნინა დირექტორად

აიღო ტელეფონი, ქუმსიშვილს დაურეკა და უთხრა, ხვალვე დანიშნე გიორგი შენგელაია კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორადო. მერე მოტრიალდა, - ისეთი ხიტრი იმერელია, რომ ყველაფერს მოგატყუებს - მეუბნება: ბატონო გიორგი, თქვენ არ წახვიდეთ ახლა ქუმსიშვილთან, აი, ნიკუშა წავიდეს. ნიკუშა მახლდა, ჩემი შვილი. მეორე დღეს ნიკუშა მივიდა ქუმსიშვილთან და ის რას ეუბნება, იცით? ესეთი უცნაური ზარი არ მიმიღიაო, ბიძინამ მითხრა დანიშნე გიორგი შენგელაია ერთი დღითო. ერთი ხომ დაურეკა და უთხრა რომ გიორგი შენგელაია დანიშნე, მე რომ გამოვედი იქიდან კიდევ დაურეკია და უთქვამს, დანიშნე ერთი დღითო, ეგეთი ვირეშმაკობა გინახავს?

რეჟისორი გიორგი შენგელაია რუსთავი 2-თან ინტერვიუსას

კომენტარები