საგამოძიებო კომისია

კილაძე: მნიშვნელოვანია ორივე მხარეს მოვუსმინოთ, დაზარალებულს და პროკურატურას

ჩვენ მოვისმინეთ დაზარალებული მხარის ახსნა-განმარტება, მათი მხრიდან მოვისმინეთ ინფორმაცია და ბუნებრივია, გაგვიჩნდა გარკვეული კითხვები, განსაკუთრებით სარალიძესთან მიმართებით, იმიტომ რომ დადუნაშვილს მე თვითონ ვკითხე და მან გვიპასუხა, რომ მას ფაქტობრივად არ აქვს არავითარი კითხვა არც სასამართლოსთან და არც პროკურატურასთან. სარალიძეს რამდენიმე ეპიზოდზე აქვს პრობლემა, ერთერთი არის ფარდულის დანგრევა, მას აინტერესებს რატომ არ იქნა ამოღებული კალანდიას ტანსაცმელი, აქ გვაქვს რამდენიმე კითხვა და მეც ვაპირებ დღეს, რომ ვიკითხო ის, რაც დაზარალებული მხარის კითხვებია პროკურატურასთან. ბუნებრივია, მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია ვერ მოგვცემს სრულ სურათს, მნიშვნელოვანია ორივე მხარის პოზიცია მოვისმინოთ, როგორც დაზარალებულის, ასევე პოლიცია-პროკურატურის და სრული სურათი გვექნება ორივე მხარის მიერ მოწოდებული.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე დროებითი საგამოძებო კომისიის მუშაობაზე. პარლამენტის ძველ შენობაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს მოუსმენენ.

კომენტარები