ხორავას ქუჩის საქმე

პროკურორი მოწმეების დაგვიანებით დაკითხვაზე: მირზა სუბელიანი არაფერ შუაში არაა

სუბელიანი არაფერ შუაში არაა. აბსოლუტურად არაფერ შუაში არაა მირზა სუბელიანი. საერთოდაც არ ვიცით, სუბელიანს რა კონტაქტი ჰქონდა, დაესწრო უბრალოდ შვილის ჩვენებას, რავი, მე არ მქონია კონტაქტი, პროკურატურის წარმომადგენელს არ ჰქონია კონტაქტი

ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელი ზვიად ფხაკაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მას დეპუტატმა ოთო კახიძემ ჰკითხა - მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ რატომ აიღო 15-დღიანი პაუზა მოწმეების გამოკითხვაზე. კახიძის თქმით, "ასეთი მოწმეები თქვენ დაკითხეთ ორი-სამი კვირის შემდეგ და რატომღაც ეს ემთხვევა მირზა სუბელიანის გამოჩენას საქმეში. ამას რითი ახსნით?".

კომენტარები