ხოშტარია: არ დალუქეს ფარდული, კამერები ამოიღეს გვიან, თვითმხილველები არ დაკითხეს

ჯერ მხოლოდ ნახევარდღიანი დაკითხვიდან კომისიაზე აღმოჩნდა:

1. არ დალუქეს და არ შეინარჩუნეს დანაშაულის უშუალო ადგილი ფარდული - აღარ გვჭირდებოდაო. კითხვაზე საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის იყო თუ არა საჭირო პასუხი არ ჰქონდათ

2. კამერები ამოიღეს 6 დღეში - ანუ ცხელ კვალზე, როდესაც შეიძლებოდა ბევრი რამის დადგენა და მათ შორის ტყუილი ჩვენებების ნაწილის მაინც გაბათილება არ ამოიღეს. პასუხის მცდელობა- რა ვიცოდით იქ რა იყოო და არ ამოვიღეთო

3. თვითმხილველები არ დაკითხეს, მათ შორის ისეთები, ვინც პირდაპირ ეთერში ყვებოდა, რომ უყურებდა ჩხუბს. ისეთი აბსურდი თქვეს, როცა ცოლ-ქმარი უყურებდა ცოლი ხომ დავკითხეთო

4. ამოცნობები არ გაუკეთებიათ მოწმეებთან, ვინც აღწერდა გარეგნობას ან იცნობდა იქ ხალხს

5. კალანდია, რომელიც თავისივე ჩვენებით და ბრალდების ვერსიითაც მუშტებს ურტყამდა სარალიძეს მაშინ ფარდულში, როდესაც ხედავდა, რომ გ.ჯ. დანას ურტყამდა დამნაშავე არ არისო

6. ეზო, სადაც გაირეცხა დანა და იწმინდებოდა სისხლიანი ტანსაცმელი, საუბრობდენ დანაშაულზე არცერთი მეზობელი არ არის დაკითხული

7. გ.მ- ს დაჭრის ფაქტზე (ესეც მოხდა ფარდულში) გამოძიება არ უწარმოებიათ

ევროპული საქართველოს და დროებითი საგამოძიბო კომისიის წევრი ელენე ხოშტარია დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორისა და შსს-ს წარმომადგენლის დაკითხვის შედეგად გამოვლენილ გარემოებებზე.

კომენტარები