ხორავას ქუჩის საქმე

გრიგოლია კომისიაზე: ბევრი თამამად ვეღარ გაბედავს ღია ხვრელების დატოვებას გამოძიებაში

თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე საგანგებო საპარლამენტო კომისიის შექმნა. შედეგი რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამ წუთის შედეგი, ჩემი აზრით, ისაა, რომ სულ მინიმუმ, თუ ვინმე გადაწყვეტს მომავალში, თეთრი ძაფებით შეკეროს საქმე ან თუ ვინმე ზემდგომი ან ზე-ზე-ზემდგომი დაავალებს ამ თეთრი ძაფებით დასკვნის დადებას, რაიმეს გაყალბებას, რაიმეს მიჩქმალვას, ყველას მოუწევს დაფიქრდეს, რომ ადრე თუ გვიან, შესაძლოა, ასე, პირდაპირ ეთერში მოუწიოთ ახსნა-განმარტებები და შემდეგ -პასუხისმგებლობაც... სულ მინიმუმ, ბევრი თამამად ვეღარ გაბედავს ღია ხვრელების დატოვებას გამოძიებაში

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ დროებით საპარლამენტო კომისიაზე.

კომენტარები