დროებითი საგამოძიებო კომისია

კილაძე: კომისიის სხდომაზე ყველაზე კრიტიკულ შეკითხვებს ჩვენ ვსვამდით

ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გასჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვინმეს ხელის დაფარებას ვცდილობთ, ან არ გვინდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. პირიქით, სწორედ ჩვენ ვიყავით, ვინც ყველაზე კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა კომისიის სხდომაზე. შემთხვევითი არ იყო ის, რომ მშობლების გამოკითხვისას პირველივე შეხვედრაზე დავინტერესდით მათ რა პრეტენზიები და კითხვები ჰქონდათ, რათა შემდგომში სწორედ ამ კითხვებზე გაეკეთებინა აქცენტი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების გამოკითხვისას. როგორც გამოირკვა, დადუნაშვილის ოჯახს არ აქვს პრეტენზიები. რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, სწორედ იმ საკითხებზე, რაც მისი შეფასებით გამოძიებისას ეჭვებს აჩენს, დავსვით კითხვები. თუმცა ვფიქრობ, საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ არის.  ვაპირებთ, მომავალშიც დავსვათ მწვავე კითხვები ფარდულის და მარკეტის ეპიზოდებზე, რაზეც ზაზა სარალიძესთან ერთად ჩვენც გვაინტერესებს კონკრეტული პასუხების მიღება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

კომენტარები