ეკოლოგია

კალაძე: ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

არაერთხელ გვისაუბრია არსებულ ეკოლოგურ მდგომარეობაზე, არაერთხელ გვისაუბრია, რა მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების მიმართულებით.

ამ გამოწვევის დაძლევისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, მომდევნო თვეების, წლების განმავლობაში როგორც სატრასპორტო პოლიტიკის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა, რადგან გარკვეულწილად მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ეს ნაბიჯები, ისევ და ისევ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის, რადგან ის არსებული რეალობა, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით გვაქვს ქალაქში, მოგვარდეს და მოწესრიგდეს

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები