მინისტრთა კაბინეტი

გოცირიძე: ნუ გაგვიკვირდება თუ "ქართუ ბანკის" მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში

თუ ჩვენ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ამ 6 წლის განმავლობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი არიან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, რომელსაც არავინ იცნობდა არასდროს და ვერც ვერავინ გაიცნობდა, რომ არა ის რომ ისინი მუშაობდნენ „ქართუ ბანკში“ ან ქართუ სისტემაში დაკავშირებულ სტრუქტურებში. ამოიწურა ქართუს რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება თუ ქართუს მზარეულს ვიხილავთ კაბინეტში. ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ და უცხოეთი, ბუნებრივია არ არის ქართუს გავლენის სფეროში და კარგი იქნება თუ რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა

„ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტს „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს

კომენტარები