სამთავრობო ცვლილებები

პრემიერი: მინისტრების გვარებს შეიტყობთ მაშინ, როცა წარვდგებით პარლამენტში

ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. რაც შეეხება გვარებს, გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვსდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, მედია და თქვენი მეშვეობით საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე.

კომენტარები