რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კობახიძე: რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკით საშინაო სტაბილურობის მაღალ დონეს მივაღწიეთ

საქართველო რუსეთთან მიმართებით, პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამასთან ერთად, გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები, რომლებიც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას და ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას. დეოკუპაცია არის მთავარი ეროვნული მიზანი საქართველოსთვის და ამისთვის, ძალიან თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ჩვენს ძალისხმევაში. რაც შეეხება პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით - ჩვენ ამ ქვეყნის მხრიდან მძლავრი აგრესია განვიცადეთ. ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მეშვეობით, საშინაო სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს მივაღწიეთ და ახლა ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ახლა ესაა ის როლი, რომელსაც საქართველო რეგიონში ასრულებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

კომენტარები