სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ომბუდსმენის მოადგილე: კომისიის რეკომენდაციები ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია

ვიმსჯელეთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც შემუშავებულია. ამ ეტაპზე კონკრეტული შენიშვნის გაკეთება ძალიან გვიჭირს. მემგონი ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართულია ეს რეკომენდაციები. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც ამ კონკრეტულ რეკომენდაციებშია საუბარი, ჩვენც ანალოგიური მიგნებები გვქონდა და ბუნებრივია, ფაქტობრივი თვალსაზრისით ამ გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ვეთანხმებით. ეს კითხვის ნიშნები ჩვენც გვაქვს. 

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აფასებს. კომისიას ამ დროისთვის ორი რეკომენდაცია აქვს შემუშავებული - კონფლიქტში მონაწილე მ.კ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება.

კომენტარები