ახალი პროკურორის დანიშვნა

ნაცვლიშვილი: თუ პროკურორის წარმდგენი წულუკიანი იქნება, ამ პროცესს ნდობა ვერ ექნება

გარკვეული საფრთხე არსებობს, რომ მთელი საზოგადოებრივი ინტერესი წავიდეს კონკრეტული გვარების და სახელების მიმართ და დაგვავიწყდეს ის სისტემა, რომელიც არსებობს და რომლის მეშვეობითაც ხდება მთავარი პროკურორის შერჩევა. პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ, რომ თეა წულუკიანის თემა დარჩება აქტუალური და თუ თუ ისევ ის უნდა იყოს ახალი კანდიდატურის წარმდგენი, მაშინ საზოგადოების თვალში ვერანაირი ნდობა ამ პროცესს ვერ ექნება.ამიტომ წულუკიანის თემა დავიწყებას ვერ მიეცემა, ამაზე საზოგადოების მოთხოვნა არსებობს და მთავრობამ ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ წესი იყოს დახვეწილი იმიტომ, რომ მოქმედ წესზე პირდაპირ დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ ის წესი, რომლითაც მთავარ პროკურორს ვირჩევდით, ვერ უზრუნველყოფს მთავარ გამოწვევას - სისტემის დეპოლიტიზირებას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.

კომენტარები