საკადრო ცვლილებები

ფიქრია ჩიხრაძე: უმაღლესი თანამდებობის პირები თანამდებობებიდან უცებ ქრებიან

ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები თანამდებობებიდან უცებ ქრებიან, ისე, რომ ქართველ საზოგადოებას ღირსადაც არავინ თვლის, რომ აუხსნას, არგუმენტაცია უთხრას, საქმის კურსში ჩააყენოს, რის გამო მიიღება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე და მისი წასვლა, დღეს ჩვენ ვხედავთ აჭარის ლიდერის გადადგომას და წასვლას. მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ და ქართულ საზოგადოებას არ მიუღია ნორმალური, ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც არც ქართული საზოგადოებისთვის არის მისაღები და არც გასაგებია საერთაშორისო საზოგადოებისთვის

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ზურაბ პატარაძის მიერ პოსტის დატოვების შესახებ, საზოგადოებამ მკაფიო ახსნა-განმარტება უნდა მიიღოს. 

კომენტარები