სტიქია ჭუბერში

ბახტაძე: აღვადგენთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე საცხოვრებელ სახლებს

ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება იმ მთებზე საიდანაც საშიშროება არსებობს, ჭარბი ნალექის მიღების, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ვადაზე ადრე შევიტყოთ ასეთი რისკების შესახებ. აპრობირებული სისტემებია, საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ ევროკავშირიც გვეხმარება და ძალიან მოკლე ხანებში დავამონტაჟებთ. როგორც აღვნიშნე, ჩვენ გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, აღვადგენთ მოკლე ვადაში როგორც ინფრასტრუქტურას ასევე იმ საცხოვრებელ სახლებს რასაც ზიანი მიადგა, ბუნებრივია თუ ინჟინრებმა თქვეს რომ ჯობია მოხდეს სახლის გადატანა ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ და განვახორციელებთ. მაგრამ კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო, ჩვენ გვმართებს მეტი ინვესტიციები პრევენციაში, იმ სისტემებში, რომელიც მე აღვნიშნე. ეს გამორიცხავს  რომ დავდგეთ ასეთი ფაქტების წინაშე

მამუკა ბახტაძე, ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

კომენტარები