პრეზიდენტი

მარგველაშვილი: უსუფაშვილს NATO-ს სამიტის შემდეგ შევხვდები

მე გუშინ გვიან გავეცანი ამ წერილს. შემიძლია მოგახსენოთ, რომ წერილში ძირითად სულისკვეთებას ვითარების შეფასების ნაწილში ვიზიარებ. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ეს წერილის ერთი ნაწილია. შემდეგაა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც. ამის თაობაზე მე გუშინ დავით უსუფაშვილს ტელეფონით ვესაუბრე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს NATO-ს სამიტის მერე

საქართველოს პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას ეხმაურება, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.ღია წერილში დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითა და პასუხისმგებლობის ერთად აღება შესთავაზა.

კომენტარები