აჭარის მთავრობა

თორნიკე რიჟვაძე: მზად ვარ, აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვადგინო

ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ ოფიციალური წარდგენის შემდეგ. მინდა გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები