ილია მეორე

ილია II: უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც კონტროლის ქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს

გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, ბედნიერი იყავით თქვენ და საქართველო. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით არიან. დღეს არის სასიხარულო დღე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა და დღესვე არის მძიმე დღე. თქვენ იცით, სვანეთში წყალდიდობა მოხდა, წაიღო ხიდები, რამდენიმე სახლი. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა მოგვანიჭოს, დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი სტიქიური მოვლენებისაგან. ისინი გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. მე ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სძლიონ ამ მოვლენებს. წმინდა იოანე ნათლისმცემელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვანეთის სტიქიის შესახებ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე ისაუბრა. პატრიარქის ამ ქადაგებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები