მთავარი პროკურორობის კანდიდატი

წულუკიანი: შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია

ჩემი ნათესავი შალვა თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა. 1 ოქტომბერს ამ ჯგუფში იყო ბატონი არჩილი კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, შეიძლება გამომრჩეს რამდენიმე გვარი, მაგრამ ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შალვა თადუმაძისა და თავისი ნათესაური კავშირის შესახებ. შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატია.

კომენტარები