ზვიად კუპრავა

კუპრავა: როდესაც აქციაზე ჩამოვედი, ყავით მომწამლეს

6 ივნისს, როდესაც თბილისში აქციაზე ჩამოვედი, მოხდა ჩემი მოწამვლა. მომწამლეს ყავით.მთელი ამ დროის განმავლობაში, ის რომ ფაქტი არ გახმაურებულა, გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ დრომდე და დღემდე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვაგროვებდი მტკიცებულებებს... არის კონკრეტული, ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები, რითაც შეიძლება საბოლოოდ პროკურატურა შეიძლება გავიდეს დამკვეთზე და დამკვეთის ზევით ამავდროულად. საქმეში ფიგურირებს კონკრეტული პირი, რომლის სახელი და გვარიც ცნობილია და ეს პირი არის სუს-ის მოქმედი თანამშრომელი 

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ამტკიცებს, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების პერიოდში, მისი თავიდან მოშორების მიზნით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, მისი მოწამვლა ყავით სცადა. 

კომენტარები