საშემოსავლო გადასახადი

დიღმელაშვილი: ვისაც 2500 აქვს ხელფასი 5-ჯერ მეტს იხდის იმავე სერვისში, ვიდრე ვისაც 500 აქვს

ამ გუმანიტარს [გია ჟორჟოლიანს] ვინმემ აუხსნას, რომ ის 1%-ზე ნაკლები, ვიზეც საუბრობს, ისედაც უკვე რამდენჯერმე მეტს უხდის. ვისაც 2500 ლარი აქვს ხელფასი, საშემოსავლოთი სახელმწიფოს უხდის 500 ლარს, ხოლო ვისაც 500 ლარი – 100 ლარს. სანაცვლოდ ისინი მთავრობისგან ერთი და იგივე სერვისს იღებენ. გამოდის, ის, ვისაც 2500 აქვს ხელფასი 5-ჯერ მეტს იხდის იმავე, ან უფრო ცოტას სერვისში (მაგ. მათზე საყოველთაო დაზღვევა არ ვრცელდება), ვიდრე ის, ვისაც 500 ლარი აქვს ხელფასი. ეს კაცი ამბობს, ხუთჯერ ძვირის გადახდა არ კმარა, შვიდნახევარჯერ ძვირი გადაიხადოს, რომ მერე ამათმა ამ ფულით ქართული ღორის უფრო თესლი სათესლეები გააკეთონ და გაუგებარი დანიშნულების აიპებსა და სსიპებში დასაქმებულ პარტაქტივს მეტი პრემია გამოუწერონ. ტაში.

შესაძლოა, საუბარია 2500 ლარის მიღმა ხელფასის დაქვეთაზე 30%-ით, ხოლო ამ 2500-ის ძველებურად, 20%-ით, რითაც მავნებლობის ხარისხი არა დრამატულად, მაგრამ მაინც – იკლებს. ვიყოთ სამართლიანები.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი, უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანის ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2500 ლარს ზემოთ ხელფასი 30%-ით უნდა დაიბეგროს.

კომენტარები