სამთავრობო ცვლილებები

ქობულია: დიდი ყურადღება ეკონომიკაში დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას

ჩვენი ეკონომიკის განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. ჩვენ ვთვლით რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ. ამასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ყურადღება ეკონომიკაში დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებში და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია. ამასტან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში. აგრეთვე ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს დაკავშირებულ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პრიორიტეტი იქნება რაიონებისა და სოფლებში ეკონომიკის განვითარება.

კომენტარები