დროებითი საგამოძიებო კომისია

კაპანაძე: ომბუდსმენის რეკომენდაციები ემთხვევა საგამოძიებო კომისიის მიმართულებას

ჩვენ ვაგრძელებთ ჯერ კიდევ კომისიის ფარგლებში შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და სავარაუდოდ, ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ამ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით გაიცემა მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან მოვლენ, ასევ ვთქვათ, მთელ ვერტიკალს გავივლით. ამიტომ სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები სულ საყურადღებო რეკომენდაციებია და პრაქტიკულად, ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოთხოვნას, ხორავას მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იზიარებს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კომისია საბოლოო შეფასებას მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებს, თუმცა გამოკითხვების პროცესში ბევრის საეჭვო გარემოება იკვეთება.

კომენტარები