გიორგი ქობულია

ქობულია: [ჩემი საქმიანობა] ესენგეს... რუსეთთან ისე არაა დაკავშირებული, როგორი სახეც აქვს

ჩვენი ცენტრი იყო მოსკოვში, ემსახურებოდა მთელ აღმოსავლეთ ევროპას და ესენგეს. მე ბაზირებული ვიყავი მოსკოვში, იმიტომ რომ სანავთობო სექტორი, ენერგეტიკა და სამთო საქმე მიმყავდა. დიდი არის ეს სექტორები რუსეთში, ამიტომ რუსეთში ვიყავი ბაზირებული. მაგრამ პრაქტიკულად ვმუშაობდი მსოფლიოს მასშტაბით - სინგაპური, სამხრეთი აფრიკა, შეერთებული შტატები, ევროპა და ა.შ. [ჩემი საქმიანობა] ესენგეს, რუსეთთან იმდენად არ არის დაკავშირებული, როგორც შეიძლება ამას ჰქონდეს სახე. გარდა ამ ძირითადი საქმიანობისა, რომელსაც ვეწეოდი, ყოველთვის ძაან დაინტერესებული ვიყავი ეკონომიკური პოლიტიკით და ეკონომიკის ზრდით. ამ თვალსაზრისით მე ხშირად საქართველოს მთავრობასაც ვეხმარებოდი და ხშირად ჩამოვდიოდი, ძაან ბევრი რამ მაკავშირებს საქართველოსთან და პრაქტიკულად თვეში 3-4 დღე თბილისში ვიყავი. ისე არ ვიყავი მოწყვეტილი, რომ სადღაც წავედი... იმიგრაციაში არასდროს არ ვყოფილვარ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ეს განცხადება დღეს, პარლამენტში გააკეთა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ცნობისთვის, ქობულია ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "McKinsey & Company"-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციაზე მუშაობდა.

კომენტარები