გიგა ბოკერია

ბოკერია ბახტაძეს: გვითხარით რის გაფუჭებას აპირებთ? გვინდა ვიცოდეთ რამდენად შევშფოთდეთ

ძალიან ვნანობ, რომ გუშინ არ ვუყურე უმრავლესობის შეხვედრას თქვენთან. როგორც ჩანს, იქ რაღაც საოცრება მოხდა. კი ვიცი, რომ მწვავე დისკუსიაა ხოლმე თქვენს შორის, მაგრამ გუშინ როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული დისკუსია იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონო მამუკა, თქვენ ვერ გაგტეხეს უმრავლესობის წევრებმა და თქვენ კვლავ თანახმა იქნებით, რომ პარლამენტში იაროთ რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, როგორც ჩვენთან შეხვედრისას იყავით მზად და არც ფრაქციებთან შეხვედრაზე არ გექნებათ არანაირი პრობლემა. როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე ასევე მართლა თქვით კონკრეტული რაღაცები, რადგან იქამდე ვერც კომიტეტზე და ვერც ჩვენთან შეხვედრაზე ვერ გათქმევინეთ ეს გრანდიოზული განათლების რეფორმა კერძოდ რა არის. იქნებ კითხვაზე პასუხისას კონკრეტულად გვითხრათ, სადღეგრძელოსა და ლოზუნგის გარეშე, კერძოდ, რას აპირებთ, მაგალითად, განათლების რეფორმაში, რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება. მე პირადად და ჩვენს თანამოაზრეებს ეს თქვენი აქტივიზმი ძალიან გვაშინებს, რადგან როგორც წესი, ეს დაკავშირებულია კონკურენციაში ჩარევასთან, ამიტომ გვითხარით რამდენად ჩარევას აპირებთ, რის გაფუჭებას აპირებთ?! ვაუჩერული სისტემის კიდევ უფრო შევიწროვებას აპირებთ თუ არა? გვინდა ვიცოდეთ რამდენად შევშფოთდეთ და რამდენად წინააღმდეგობა უნდა გაგიწიოთ ამაში?

პარლამენტის სხდომაზე დღეს, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ

კომენტარები