თალაკვაძე: დავუბრუნოთ ლესელიძეს სახელი “გეჩრიფში” და განთიადს - “ცანდრიფში”

აფხაზეთში გაგრიდან 14 კილომეტრში მდებარეობს დაბა, რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს„ლესელიძე“, არადა მისი ნამდვილი აფხაზური ტოპონიმი არის „გეჩრიფში”. იგივე შემიძლია ვთქვა გაგრაში „ცანდრიფშზე”, რომელსაც კომუნისტებმა დაარქვეს „განთიადი“ და სადაც „ცანდრიფშის“ ულამაზესი ტაძარი მდებარეობს. ჩვენ უნდა შევცვალოთ იქ საბჭოური, რუსული მემკვიდრეობა და დავუბრუნოთ ამ ადგილებს თავისი ისტორიული სახელები. ეს საბჭოური დასახელებები ხომ თავის დროზე სწორედ ჩვენს მიმართ აფხაზების უკმაყოფილების შექმნისთვის გამოიყენეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, გუშინ, პარლამენტი პლენარულ სესიაზე, აფხაზეთში მდებარე ორი დაბისთვის სახელწოდების შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები