ბახტაძე შახტებზე: ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

დღეს საქართველოში გლოვის დღე გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ ტყიბულში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები დაიხურება მანამ, ვიდრე სრულფასოვნად არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი ძიება, ასევე - საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა ამ შახტების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, აუცილებლად დავადგენთ, შეასრულა თუ არა კომპანიამ აქამდე გაცემული რეკომენდაციები. ამ მიმართულებით, შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანის დაღუპვაზე.

კომენტარები