არჩევნები 2018

კობახიძე ვაშაძეზე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ენმ-მ შეგნებულად დაასახელა სუსტი კანდიდატი

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად დაასახელა ნაციონალურმა მოძრაობამ სუსტი კანდიდატი. იყო გარკვეული საუბრები, ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ და თქვენ შეგიძლიათ მარტივად იმსჯელოთ იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს კანდიდატი, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მისაღები ნაციონალური მოძრაობისათვის. ეს ეჭვები გარკვეულწილად გაამყარა წარდგენილმა კანდიდატმა. ეს არის სუსტი კანდიდატი. რაში უნდა აწყობდეს ნაციონალურ მოძრაობას სუსტი კანდიდატის წარდგენა, ამაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ათი ოპოზიციური პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას აფასებს.

კომენტარები