კორუფცია

"მედიით გავიგე ამის შესახებ" - კობახიძე ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე

მე დღეს მედიით გავიგე ამის შესახებ, როგორც ჩანს, აქვს გარკვეული კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს, ეს არის მათი პრეროგატივა და ჩვენ, პარლამენტი, ვერ ჩავერევით მათ კომპეტენციაში... თუ არის კითხვები, ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. ყველაფერი მოხდება საჯაროდ და საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია ყველაფერზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე.

კომენტარები