პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე: ვიფიქრე, ბიჭები არიან, გაშველდებიან-თქო

ნამდვილად არ დამინახია დაჭრა და დანა. შეშინებით არ შემშინებია, მაგრამ სიმრავლის გამო მე იქ გაშველებით ვერაფერს გავხდებოდი იმდენი ბავშვი იყო. ადამიანი ხარ და შეიძლება გადახვიდე გააშველო და არცერთი მხარე არ მიცნობდა. ვიფიქრე ბიჭები არიან, ბავშვები არიან და გაშველდებიან თქო, როგორც სკოლაში ალბათ

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმე, წითელი მანქანის მძღოლი, ნიკოლოზ იორდანიშვილი გამოკითხა. თუმცა,იორდანიშვილმა კომისიას ინფორმაცია ფაქტობრივად არ მიაწოდა და მათ კითხვებს სრული პასუხები არ გასცა.

კომენტარები