ქართული ოცნება

პარტიიდან გარიცხული ჭიჭინაძე: ვეცდებით, დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება

მე ვარ ქართული ოცნების იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელს ქართულ ოცნებას გვერდში ედგა, რომელიც გარიყა ამ ახალმა ქართულმა ოცნებამ თავისი რიგებიდან იმიტომ, რომ დაკარგა მათი მხარდაჭერა. ვფიქრობ, იმ ადამიანების დიდ არმიას შევუერთდები და ჩვენ ვეცდებით,დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება.

დავით ჭიჭინაძე 18 ივლისს პარტია ქართული ოცნებიდან გარიცხეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და მის გუნდთან დაპირისპირების შემდეგ. ჭიჭინაძემ ეს მედიას გარიცხვის შემდეგ უთხრა.

კომენტარები