ავთანდილ ხურციძე

ხურციძე: საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი აღარ ვარ, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას

რომ გაიგეს, დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული, კორესპოდენტები და რა ვიცი, ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს. მე რუსის პონტში ვარ, ჰაჰაჰა. რავარი მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით, ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა, ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო, ჰაჰააჰა. ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ, ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ, არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები, რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა, მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა, როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი, რა გასაკვირია

წერს მოკრივე ავთანდილ ხურციძე Facebook-ში. ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე გასულ წელს, ნიუ-იორკში, დანაშაულებრივი დაჯგუფების ათობით სხვა წევრთან ერთად დააკავეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე რეკეტსა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. ის ბრალს არ ეთანხმება.

კომენტარები