ქართული ოცნება

ვოლსკი ჭიჭინაძის გარიცხვაზე: ვერ ვიტყოდი, რომ ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ

ჩემთვის პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც ჰქვია მმართველი გუნდის სტაბილურობა. ეს არ ეხება მარტო ქართულ ოცნებას. დავით ჭიჭინაძე დაუპირისპირდა ჩვენი გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვაზე. დავით ჭიჭინაძე 18 ივლისს პარტია ქართული ოცნებიდან გარიცხეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და მის გუნდთან დაპირისპირების შემდეგ.

კომენტარები