ქართული ოცნება

ჭიჭინაძე: უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს

უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს - ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას, უკვე ყველაფერს ველოდები. აუსრულდა ოცნება მამუკა მდინარაძეს - მისი ფრაქციის წევრი აღარ ვიქნები. ველოდები, რომ ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გამრიცხავენ. რაც შეეხება უმრავლესობაში დარჩენის საკითხს, რომ მოვინდომო, არსებობს მეთოდი, რომ უმრავლესობაში შემავალი სხვა პარტიის ფრაქციაში შევიდე. მე პარლამენტიდან ნამდვილად არ წავალ და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ ჭიჭინაძე პარტიიდან გუშინ გარიცხა.

კომენტარები