ქართული ოცნება

ქუცნაშვილი ჭიჭინაძეზე: არ შეიძლება პოლიტიკაში დავნერგოთ ზიზღი და ძალადობა

ჩემი მხარდაჭერის იმედი არავის არ ექნება, ვინც თავის კრიტიკულ აზრს ჩამოაყალიბებს უხამსი, შეურაცხმყოფელი ფორმით. არ შეიძლება პოლიტიკაში დავნერგოთ ზიზღი და ძალადობა. პოლიტიკა უნდა იყოს კონკურენციის და თანამშრომლობის ასპარეზი და არა არაკორექტული და უხამსი განცხადებების შეჯიბრის ასპარეზზე. ცხვრებს, უნიათოებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს რომ უწოდებ, უმაქნისებს. უავტორიტეტოებს რომ უწოდებ, ეს არის სტანდარტი? ამის ტირაჟირებას უნდა შეუწყოს ქართულმა პოლიტიკამ და ჟურნალისტიკამ ხელი? თუ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამას, რომ... კრიტიკული აზრი კარგავს ფასს თუ ის უხამსი ფორმით არის გამოხატული

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე. დავით ჭიჭინაძე 18 ივლისს პარტია ქართული ოცნებიდან გარიცხეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და მის გუნდთან დაპირისპირების შემდეგ.

კომენტარები