სატრანსპორტო პოლიტიკა

ბახტაძე: ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო არაეფექტური, დანაშაულებრივიც კი

სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სჭირდება სასწრაფოდ გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მწვანე ეკონომიკაში ბუნებრივია, თბილისს აქვს თავისი უნიკალური როლი. სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორად და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივ პოლიტიკას გარემოს მიმართ. ეს არის ყოვლად მიუღებელი. 

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები