ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი 7.5%-იან ზრდაზე: თუ ვინმეს როლს დავასახელებდი, დავასახელებდი ბახტაძის

მაისში მართლაც 7.5% იყო ეკონომიკური ზრდა, ბევრი ოპონენტი ცდილობს მომაწეროს, რომ ამ კაცმა საოცრებები მოახდინა, ამ დროს, აიძულეს და გადადგა. არავის არ უიძულებია, "იძულება" ეს სიტყვა შეიძლება არ იყოს ლეგიტიმური, თუმცა, ამის გამორიცხაც არ შეიძლება, მან ნახა, როგორც ხდებოდა და სხვა გზა არ ჰქონდა.

რაც შეეხება 7.5%-იან ზრდას, ამაზე ევროპასთან თავისუფალმა ვაჭრობამ თავისი ეფექტი იქონია, ევროკავშირი გახდა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ამავდროულად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შევედით. პარალელები რომ გავავლოთ, არც ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის კუთხით არ არის განსაკუთრებული კვირიკაშვილის დამსახურება და მითუმეტეს ჩინეთთან კვირიკაშვილს განსაკუთრებული წვლილი არ აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმე შემიძლია გავიხსენო, ისევ ბახტაძე შემიძლია გავხსენო, მაშინაც, როცა რკინიგზას კურირებდა, შემდგომშიც, როცა ფინანსთა მინისტრი გახდა. თუ ვინმეს როლს დავასახელებდი, დავასახელებდი ბახტაძის და არა კვირიკაშვილის

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში - აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, მაშინ, როდესაც ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო, რატომ გადადგა გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები