ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ხორავას ქუჩის საქმეზე საზოგადოების რეაქციას პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა

რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა ტრაგიკულია და ტრაგიკულია მთელი ჩვენი ქვენისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ისეთი, როგორიც იყო, იყო ძალიან მძაფრი და ძალიან სენსიტიური, პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა, მხედველობაში მაქვს, რომ შოთაძე ადგა და გადადგა, თუმცა, ჯერ არავის დაუმტკიცებია და არც მტკიცებულებები არ ჩანს, რომ პროკურატურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, ან არ გააკეთა ან პიროვნულად ჰქონდა რამე დამოკიდებულება, რასაც გამოვრიცხავ პიროვნულს შოთაძის მხრიდან, აბსოლუტურად ადეკვატურად საზოგადოების ძალიან მძაფრ ემოციურ განცდას უპასუხა პროკურატურამ და უპასუხა მთელმა მთავრობამაც, თუ გახსოვთ, მიტინგები, ამ ფონზე როგორ ვითარდებოდა, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, ესაა ის, რისთვისაც ვწვალობდით და რისთვისაც ვწვალობთ დღესაც

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებას აფასებს.

კომენტარები