ივანიშვილი: მაგას როგორ ვიკადრებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ჩემს პირადზე დავხარჯო

ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა. ეს პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვს. საკუთარი იყო ჩემი მიწები, როდესაც ციცინათელას ვაშენებდი, ის მიწები მე შევისყიდე, ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი სახელმწიფოსგან, შევისყიდე, ავაშენე ციცინათელა და სახელმწიფოს თავის მიწებიანად ვაჩუქე.  ასევე, იყო თუ გნებავთ დიდველზე, ბაკურიანში რომ შევისყიდე მიწები და სახელმწიფოს დავუბრუნე თავისი აშენებული საბაგიროთი, ასევე მოხდა საკონცერტოზეც და კიდევ არის შემთხვევები, რომ ვყიდულობ მიწებს, რაღაცას ვაკეთებ და თავის მიწებიანად სახელმწიფოს ვჩუქნი. დღესაც ამ პარკზე რომ გადაიჭრეს ვენები, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვსო, მეც ვთქვი და ჩემმა თანაგუნდელებმაც, ვინც ამაში მონაწილეობს, მხედველობაში მაქვს ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი. იციან, მაგრამ აბა ამას ვინ ამბობს? საკუთარ სახლში მიათრევსო და უხეშ სიტყვებს ხმარობენ. ძალიან საინტერესო პარკი შენდება საქართველოში. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ეს პარკი იმ ფულად ალბათ არ ღირდა, მაგრამ ეს ფული ისევ საქართველოში დარჩა ტექნიკის სახით, ან პირდაპირ გადასახადების სახით. 5 მილიონზე მეტი გზების მშენებლობაში ჩავდე, გზების, რომელიც დარჩება და არა ის რასაც მაბრალებდნენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ვხარჯავდი, მაგას როგორ ვიკადრებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ჩემს პირადზე დავხარჯო.

ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მის მიერ დენდროლოგიურ პარკში გადატანილ ხეებზე საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები