ივანიშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი ივანიშვილზე: როდესაც მე მახსენებს, პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა

არა მხოლოდ ხალხის ვალი გაიზარდა ბანკების წინაშე, არამედ საქართველოს სახელმწიფო ვალი, ე.ი ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი ვალი ბოლო 6 წელიწადში გაიზარდა თითქმის 2-ჯერ და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც მე მახსენებს პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა, იმიტომ რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის ოთხჯერ და ივანიშვილის 6 წლის განმავლობაში შემცირდა. სიღარიბე ჩემს დროს იგივე იუნისეფის მონაცემებით შემცირდა ორჯერ და ივანიშვილის დროს გაიზარდა. ნებისმიერი სხვა მმართველო დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა სახლში და ეს ურცხვად იძახის რომ 2030 წლამდე აპირებს კიდე საქართველოს მართვას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძნა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები