სუბარი: თან ხე ვჭრათ, თან ჰესი არ ავაშენოთ, თან კარგად ვიცხოვროთ - ეს შეუთავსებელია

ერთი რამე უნდა გვაითვალისწინოთ, ამას არ ვამბობ მხოლოდ იქაურებზე [სვანეთის მოსახლეობაზე], მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთი მხრივ, გვინდა, რომ კანონს არ დავემორჩილოთ, ხე-ტყის ჭრა იყოს არაკანონისმიერი, მეორე მხრივ, არ ავაშენოთ ელექტროსადგურები, რომელიც ენერგიას გვაძლევს, სადაც ადამიანები დასაქმდებიან, რომელიც შემოსავალს გვაძლევს, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობს და მესამე მხრივ, გვსურდეს, რომ კარგად ვიცხოვროთ, ასეთი რამე შეუთავსებელია, ამიტომ ყველამ ერთად, მთავრობამ, ხალხმა, თვითმმართველობებმა ერთობლივად, ერთობლივი ენერგიით, ერთობლივი გადაწყვეტილებებით სწორი პროექტები უნდა განვახორციელოთ და სწორი პოლიტიკა გავატაროთ ქვეყნის განვითარებისთვის

რეგიონული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი TV პირველის ეთერში ხაიშსა და ჭუბერში მომხდარ დაპირისპირებაზე. ცნობისთვის, სვანეთის ამ ორ სოფელში სპეცრაზმია შესული, რადგან საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადგილობრივები მათ თანამშრომლებს ხე-ტყის უკანონო მოპოვების შემოწმების საშუალებას არ აძლევდნენ და ქვებს უშენდნენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები