თბილისის საკრებულო

შაქარიშვილი: ენმ-მ შტაბ-კვარტირიდან მიიღო დავალება პოპულიზმში და სიცრუეში დაიხარჯოს

ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა. ნაციონალურმა მოძრაობამ „შტაბ-კვარტირიდან“ მიიღო დავალება, რომ პოპულიზმში, სიცრუეში და დესტრუქციაში მაქსიმალურად დაიხარჯოს. პატივცემულო კოლეგებო, თქვენს კანდიდატს ეს ამბავი ნამდვილად არ წაადგება, რაც არ უნდა ხერხებით იმოქმედოთ. რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ბიუჯეტი ტაშ-ფანდურში იხარჯება, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში, ქალაქურ ცხოვრებაში, ამას კულტურა ქვია, რაც სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ და მგონი ასეთი ღონისძიებებით თქვენ ამას ვერც გამოიმუშავებთ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

კომენტარები