საკრებულოს ბიუჯეტი

შაქარიშვილი ოპოზიციას: რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, ქალაქურ ცხოვრებაში კულტურა ჰქვია

ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შტაბ-კვარტირიდან“ მიიღო დავალება, რომ პოპულიზმში, სიცრუეში და დესტრუქციაში მაქსიმალურად დაიხარჯოს. პატივცემულო კოლეგები, თქვენს ანდიდატს ეს ამბავი ნამდვილად არ წაადგება, რაც არ უნდა ხერხებით იმოქმედოთ. რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ბიუჯეტი ტაშ-ფანდურში იხარჯება, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში, ქალაქურ ცხოვრებაში, ამას კულტურა ქვია, რაც სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ და მგონი ასეთი ღონისძიებებით თქვენ ამას ვერც გამოიმუშავებთ. თბილისის სხვადასხვა უბანში, საჯარო სივრცეებში ტარდება მრავალი კულტურული ღონისძიებები, რომლითაც ძალიან ბევრი სხვადახვა თაობის ადამიანი სარგებლობს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

კომენტარები